ზარქუა: მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის ამ გირაოს

მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის ამ გირაოს – არ აქვს მნიშვნელობა პირადად ის თუ თავის მეგობრები. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შანტაჟის ენით ველაპარაკოთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მე ვურჩევ ბატონ მელიას, რომ ნუ დაექვემდებარება ამ შანტაჟს და ნუ დაიწყებს პროვოკაციას. მან დაარღვია კანონი, ისევე როგორც სხვა ადამიანებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, რომელთაც გადაიხადეს გირაო. მას მოუწევს გადახდა, თუ არადა თავის თავს გამოუტანს განაჩენს-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მელია აცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს არ გადაიხდის.

“ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა დაუმორჩილებლობის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, “ლაგამი ამოსდოს” მის ჩინოვნიკს, ასეთ მიმართვას კი იმით ხსნის, “სტრატეგიულ მეგობარ სახელმწიფოსთან უხერხულია”.

“ყველა უაზრო განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მის (მიხეილ სააკაშვილის-რედ.) პოლიტიკურ ხემძღვანელობასთან მაქვს თხოვნა, რომ იქნებ, ლაგამი ამოსდონ, რადგან სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან უხერხულია. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს ან ჯარიმებს დაექვემდებარება. ვინც სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯს, ის ჩვეულებრივი პროვოკატორია”, – ამბობს ირაკლი ზარქუა მედიასთან საუბარში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების პასუხად.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად მალხაზ თორია დაინიშნა
შემდეგი სტატიაბოკერია: ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია კრიზისის განმუხტვა და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების