ზარქუა გახარიას – ვარექსი მართალ კოჩი, გახარია

გახარიამ თქვა, რომ კალაძე უალტერნატივოა და მის კონკურენტად ყოფნაზე უარს ამბობდა, ახლა პოზიცია შეცვალა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი შეუწყოს, რათა კახა კალაძემ ქულები დაკარგოს.

„გიორგი გახარია დიდი იმედგაცრუებაა. ჩემი თანაგუნდელები გიორგი გახარიას პრეტენზიებს უყენებდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე და გულწრფელად გეტყვით, რომ არ მჯეროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. გახარიამ ზუსტად იცის, რომ კალაძესთან ბრძოლაში თეორიული შანსიც არ გააჩნია და სამწუხარო რეალობა ასეთია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს ვერ აიღებს, 25 პროცენტს ვერ გადალახავს და მაშინ რა გამოდის? – მავნებლობს. როცა თქვა, რომ კალაძე უალტერნატივოა და მის კონკურენტად ყოფნაზე უარს ამბობდა, ახლა ეს პოზიცია შეცვალა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დედაქალაქში არანაირი თეორიული შანსიც არ გააჩნია, რომ გაიმარჯვოს და უფრო მეტიც, მეორე ტურში გადავიდეს. მისი ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახა კალაძემ ქულები დაკარგოს. ეს არ გამოუვა, გამორიცხულია, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს. შეიძლება 60 პროცენტის ვერ გაიმარჯვოს, 55 პროცენტით გაიმარჯვოს, მაგრამ ამან გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი – ვარექსი მართალ კოჩი, გახარია! ეს არაფერში წერია. მას მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან და ყველა ეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა და წაგებულ ომში შევიდა. თეორიული შანსიც რომ არ გაქვს, რომ მოიგებ და ამ ბრძოლაში მაინც შედიხარ, ერთადერთი ამოცანაა, რომ თავისი ჭკუით „ქართულ ოცნებას“ ქულები დააკარგვინოს და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში გაიყვანოს. ამის არ მჯეროდა, მაგრამ გუშინდელი ნაბიჯით ნიღაბი ჩამოეხსნა. პირადად მე მზად ვარ, სადაც უნდა, რომელ ეთერშიც უნდა, დავუჯდები დებატებში, თუ უნდა თავის „მთავარ არხზე“ და გეტყვი სათქმელს – „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი გახდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიხელმოწერის მთავარი მიზეზი ერთი მიზნის გარშემო განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაა – მელია
შემდეგი სტატიამელია – ვფიქრობ, არჩევნების პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ