ზარქუა – ევროპარლამენტარების სახით საზოგადოებამ დაინახა მწვალებელთა პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების განცხადება

გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, როგორ ცდილობენ, ის ღირებულება, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს – დაუკარგონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები – ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და ა.შ ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, როგორ ცდილობენ, ის ღირებულება, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს – დაუკარგონ. არის გონივრული ეჭვი, რომ გუშინ მიიღეს ახალი მესიჯი, სავარაუდოდ, დაწერილი იყო, ყველა კითხულობდა, როგორც ადრე რომ გაირკვა, წერილსაც უწერენ ლობისტური კომპანიები. კუბილიუსი, ფოტიგა და ა.შ ერთი მეორეს მიყოლებით ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი სამუშაოა მივიღოთ კანონები, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი. მგონია, რომ ევროპის არჩევნებში ვერც კუბილიუსებს ვნახავთ, ვერც ფოტიგებს და ქალბატონ ვიოლას”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების სახით საზოგადოებამ დაინახა მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა სიტყვებით – „თავისუფლება პოლიტპატიმარსო“.

„ევროპარლამენტარების სახით დავინახეთ მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა – „თავისუფლება პოლიტპატიმარსო“. ვინ არის პოლიტპატიმარი? სააკაშვილი? – აბა ვკლავდით და ვწამლავდით? ჩვენ გპასუხობდით, რომ ის კონკრეტულ დანაშაულზე იხდის სასჯელს. იკვებოს და კარგად გახდება – აღმოვჩნდით თუ არა მართლები? თქვენ გახსოვთ გვამუნათებდნენ, თქვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო – ეს ხალხია ისინი. ისევ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას მოითხოვენ, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას და ეს თქვენ მიგაჩნიათ მეგობრად? არა და არასდროს არ იქნებიან ამ ღირებულებების მქონე ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ზარქუამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, „დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა ჩვენი სამართალდამცავის მოსამართით გააკეთა. ეტყობა დაწერილი ვერ წაიკითხა – სახელიც შეეშალა, მაგრამ, ხომ მივხვდით რაზეა საუბარი?! პოლიცია – ჩვენი სახელმწიფოა, ეს არის თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოზე“.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ევროპარლამენტი მხოლოდ „ნაცების“ ლობისტებით არაა დაკომპლექტებული. ჩვენ ვნახეთ, ქალბატონი კლერი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რატო აკეთებთ ამასო, რატო ერევით უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, მიეცით საქართველოს თვითონ იყოს სახელმწიფო და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რაც სწორია. კიდევ ერთხელ მადლობა, ამ ქალბატონს გაბედული, ხმამაღალი, ობიექტური განცხადებებისთვის. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რომ ევროპარლამენტში არიან ღირსეული პოლიტიკოსებიც, რომლებმაც იციან რა არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი ქვეყანა, მისი უფლებები. არავინ არავის სანქციებს არ დაუწესებს, ენას ძვალი არ ააქვსო ამაზეა ნათქვამი. კუბილიუსი და სხვები რას იტყვიან არ აქ მნიშვნელობა. ყველა, უმრავლესობის თითოეული წევრი, ვიცავთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე დამასანქცირებს, პირადად მე, მზად ვარ. მირჩევნია, ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, იცოდეს თითოეული თეთრი რაში იხარჯება, რომ თანხა კულტურის, რწმენის, რელიგიის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუ ესაა სამართლიანობა, მე პირადად, მზად ვარ, და ყველა დანარჩენი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა შეძლო, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი დაედო
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია – უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი