ზარქუა – ეს ქაოსი და ტრაგედია რასაც ახლა ვუყურებთ, უნდა დასრულდეს!

“ეს ქაოსი და ტრაგედია რასაც ახლა ვუყურებთ, უნდა დასრულდეს! ორივე მხარემ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომ ამით მთლიანად საქართველო ზარალდება.. რათქმაუნდა ყველას აქვს უფლება კონსტიტუციის ფარგლებში თავისი ნების გამოხატვის, თუმცა როცა მომატებული ხიფათი და საშიშროება არის ქაოსის და დაძაბულობის , შესაძლებელია ამის გათვალისწინებაც.. სწორედ ამ მოცემულობით იყო პრემიერის ინიციატივაც ნაკარნახევი, როცა თხოვა ალტერნატიულ ადგილას ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება! მიუღებელია როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ძალადობა ერზე! პროვოკაცია რომელი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვნებს და აზარალებს ჩვენს ქავეყანას!!! ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის მართმადიდებლური ქვეყანა! თავისი ტრადიციებით და კულტურით, ზუსტადაც არის ძველი ევროპული ცივილიზაციის აკვანი და სათავე! ამიტომ არაფერი აქვს ჩვენს საზოგადოებას დასამტკიცებელი ვინმესთვის! აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალადობა მიუღებელია!!! კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ჟურნალისტებზე თავდასხმა!!!ისინი თავის საქმეს ემსახურებიან და კატეგორიულად მიუღებელია ხელის შეშლა მათ საქმიანობაში.. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო!”- წერს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქოს მორიგი განცხადება
შემდეგი სტატიაორბანი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც მედიის მტრების სიაში მოხვდა