ზარქუა – დღეს დამაჯერებლად იგებს ნინო ლაცაბიძე, დღეს იგებს რუსთავი

„დღეს დამაჯერებლად იგებს ნინო ლაცაბიძე, დღეს იგებს რუსთავი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ რუსთავში “ქართული ოცნების” შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, 12 საათის მონაცემებით, დაახლოებით 14 ათასი ადამიანია მოსული და ნინო ლაცაბიძე დამაჯერებლად იგებს, თუმცა გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

„ეტყობა ეს ინფორმაცია აქვთ და გადავიდნენ პროვოკაციებზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რუსთაველებს არ მიეცეთ საშუალება არჩევანი თავისუფალ გარემოში გააკეთონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ კანონი დაარღვიონ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო – საუბნო საარჩევნო კომისიაში მომუშავე არც ერთი პირი არ არის კოვიდინფიცირებული
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებს გაუხსნეს