ზარქუა – ცოტა გაბრაზებული ვარ, ხაბეს მიჩაგრავენ, ვინ არის გიორგი ვაშაძე? ხაბე, ძმაო, ამოიღე ხმა, შენს გვერდით ვარ

ჩემი ხაბე დარბის, ქვაც მოხვდა, ომობს, ბრძოლობს და სწამს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში უნდა იყოს, ვინ არის გიორგი ვაშაძე, ხაბეს რატომ მიჩაგრავენ?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „გაბრაზებულია, რომ ლევან ხაბეიშვილს ჩაგრავენ“.

„ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ, ყველა გეტყვით, რომ პარლამენტში მყოფი რადიკალები „ნაცმოძრაობაში“ არიან. მნიშვნელობა არ აქვს, ამას „სტრატეგიას“ დაარქმევ, „ევროოპტიმისტებს“ თუ ა.შ. ყველა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია. ცოტა გაბრაზებული ვარ. ჩემს ხაბეს ჩაგრავენ. კაცი ლიდერად არის დანიშნული. გიორგი ვაშაძეს პრემიერობის კანდიდატად რომ აყენებენ, ვინ არის ვაშაძე და რა გაუკეთებია ოპოზიციური ერთობისთვის ან ქვეყნისთვის? ჩემი ხაბე დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, ომობს, ბრძოლობს ბიჭი და სწამს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში უნდა იყოს. ვინ არის ვაშაძე, ხაბეს რატომ მიჩაგრავენ? – ხაბე, ძმაო, ამოიღე ხმა, შენს გვერდით ვარ“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – რა აქვს გიული ალასანიას ასეთი გადახდილი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტურ კამპანიას ვერ ეშვებიან? მცდელობაა, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენონ
შემდეგი სტატიაკობახიძე – ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ეს არის აგენტურა