ზარქუა – ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება

ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი (რეიტინგის გაზომვა) არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ზარქუა აღნიშნავს, IRI-ს დიდად არ ნდობა, თუმცა, გარკვეულ ტენდენციებს ის მაინც ასახავს. მისივე შეფასებით, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ლიდერ პარტიად მიიჩნევს, ასევე კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მილევად რეჟიმშია“

„ბიძინა ივანიშვილს ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრ განსაცდელს ავერიდეთ და აერიდა საქართველო. რაც შეეხება ამ რეიტინგებს, ის უკვე გასულია პოლიტიკიდან და არც ჩანს, ამიტომ რამდენად სწორი იყო მისი ჩართვა ამ ნუსხაში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ზოგადად, იმ ჩამონათვალში, პირველ ხუთეულში არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმის სწორი აღქმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიშსს – ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლია დაჯარიმებული