ზარდიაშვილი: ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ ბესელია კორუმპირებული არ არის

region
ავტ.: region სექტემბერი 26, 2019 15:56

ზარდიაშვილი: ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ ბესელია კორუმპირებული არ არის

ვანო ზარდიაშვილის თქმით, საზოგადოებაში ერთი ადამიანი არ მოიძებნება, ვინც ეკა ბესელიაზე იტყვის, რომ ის კორუმპირებული არ არის. ზარდიაშვილმა ეს კომენტარი მისი და ეკა ბესელიას ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

“ადამიანი, ვინც ციხეში უნდა იჯდეს და კორუფციაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ამ საზოგადოებაში ერთ ადამიანს ვერ ნახავთ ვინც იტყვის რომ ბესელია კორუმპირებული არ არის. შესაბამისად ეს არის ამ ქვეყნის უბედურება,” – ამბობს ზარდიაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი “მორალური ხედვები” იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა “ბესელიას მორალისკენ” მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

region
ავტ.: region სექტემბერი 26, 2019 15:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics