ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ – გერმანიაში სამუშაოდ წასულები დასაქმების სააგენტოს უჩივიან

გერმანიაში სამუშაოდ წასულები დასაქმების სააგენტოს უჩივიან. ხვალ, საქართველოში კიდევ 10 ადამიანი დაბრუნდება, რომლებსაც უმძიმეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ და დასაქმების სააგენტოსგან კომპენსაციას მოითხოვენ. მათ უფლებებს პროფკავშირების გაერთიანება დაიცავს.

“15-დან 20 ადამიანამდე იქნება მოსარჩელე, ეს იქნება კოლექტიური დავა დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ და ზიანის სახით მოვიაზრებთ იმ ხელფასს, რომელიც გერმანული კანონმდებლობის თანახმად მინიმალური ანაზღაურების სახით უნდა მიეღოთ ადამიანებს და ვერ მიიღეს”, – თქვა “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” იურისტმა, თამილა გაბაიძემ.

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება მასიურად დაიწყეს. როგორც ყვებიან, სულ სხვა პირობით წავიდნენ სამუშაოდ, ადგილზე კი სხვა რეალობა დახვდათ, გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობაც და ცხოვრებაც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა