
ზარალის ზუსტი დათვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მდინარე თელავის ხევის დინება კვლავ აქტიურია და სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება სრულფასოვნად ვერ ხერხდება.
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტის გარღვევა გამოიწვია, რამაც კავკასიონისა და ალაზნის გამზირების მნიშვნელოვანი ნაწილის დაიტბორა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებენ.















