ზარალი არამხოლოდ 7 მილიარდი, არამედ ისიცაა, რომ რუსეთი TU-22-ებსა და TU-95-ებს ვერ აწარმოებს – თენგო გოგოტიშვილი

ჟურნალისტი, არაერთი სამხედრო რეპორტაჟისა და გადაცემის ავტორი, ვლოგერი თენგო გოგოტიშვილი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმიანება და წერს, რომ რუსეთის ზარალი არ გამოიხატება მხოლოდ იმ 7 მილიარდ აშშ დოლარში, რაც მას ჯამში მიადგა.

“რას ნიშნავს $ 7 მლრდ-ის ზარალი ღრუსულ ავიაციას? ეგ ამბავი ცოტა სხვანაირად ითვლება: ზარალი არაა მხოლოდ იმ თვითმფრინავების ჯამური ფასი, რაც განადგურდა. ზარალი ისაა, რომ ტუ-22-ებსა და ტუ-95-ებს ღრუსეთი ვეღარ აწარმოებს. ბასტა. ამიტომ ეს აუნაზღაურებელი!!! ზარალია! არის ცნობები, რომ განადგურდა, სულ ცოტა, ერთი ტუ-160-იც. ეგ ყველაზე დიდი და დედამოხნული რამაა. მაგრამ მაგასაც წელიწადში მხოლოდ 1 ცალს აწყობენ. ასე რომ, ხვალვე რომ ამოიღოს 7 მლრდ დოლარი ჯიბიდან პუტინმა, სად ჩემ ირაკლიკობახიძეში იყიდის იმ თვითმფრინავებს? ვერსად! ჰოდა, მაგაშია საქმე!”, – წერს თენგიზ გოგოტიშვილი ფეისბუქზე.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს
შემდეგი სტატიაპირველი თანამგზავრული ფოტოები აეროდრომ “Белая”-დან, მასზე უკრაინული შეტევის შემდეგ