ზაქრო კალაშოვს დროებით კახაბერ ფარფალია ჩაანაცვლებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 22:09

ზაქრო კალაშოვს დროებით კახაბერ ფარფალია ჩაანაცვლებს

გამოძიების ვერსიის თანახმად, კრიმინალური ავტორიტეტი ზაქრო კალაშოვი, ცნობილი როგორც შაქრო მოლოდოი, რუსული დამნაშავე სამყაროს ლიდერი გახდა “კანონიერი ქურდის”, მეტსახელად დედ ჰასანის, გარდაცვალების შემდეგ. ამის შესახებ მოსკოვში, ნიკულინსკის სასამართლოში კალაშოვის საქმის განხილვის დროს განაცხადა პროკურორმა. სხდომაზე მან აღნიშნა, რომ “კალაშოვი, დამნაშავე სამყაროში არსებული სუბორდინაციის საფუძველზე, ანაწილებდა ორგანიზებული ჯგუფების წევრებს შორის უკანონო გზით ნაშოვნ ქონებას და ფულად სახსრებს”.
რაც შეეხება საქმეს როჩდელსკის ქუჩაზე

სროლის შესახებ, რომლის ფიგურანტი არის ზაქრო კალაშოვი, ამ უკანასკნელმა არ აღიარა დანაშაული.
როგორც ცნობილი გახდა, ზაქრო კალაშოვს რუსეთის დამნაშავე სამყაროს ლიდერის “პოსტზე” დროებით ჩაანაცვლებს მისი უახლოესი თანამოაზრე და “ობშიაკის” უფროსი კახაბერ ფარფალია. ინფორმაციას ავრცელებს რუსული გამოცემა “LIFE”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 22:09