ზაქარია ქუცნაშვილი : საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ჩემი პირადი სიმპათია ირინა იმერლიშვილს ეკუთვნის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ჩემი პირადი სიმპათია ირინა იმერლიშვილს ეკუთვნის, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლეების ირინა იმერლიშვილის და ზაზა თავაძის კანდიდატურები დასახელდა.
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის თავაძეს არც პიროვნულად იცნობს და არც პროფესიულ საქმიანობაში, ირინა იმერლიშვილს იცნობს და პატივს სცემს როგორც იურისტს და კარგ პიროვნებას.
”ვიქნები ობიექტური, თუ იმერლიშვილს დავახასიათებ როგორც პროფესიონალს. თავისი კარიერით, ცხოვრებით, გამოცდილებით აჩვენა, რომ ის არის გაწონასწორებული ადამიანი, რომლის გადაწყვეტილებები დაბალანსებული და შებოჭილი იქნება მხოლოდ კონსტიტუციით, ასე, რომ ჩემი პირადი სიმპათია ეკუთვნის ირინა იმერლიშვილს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჰმედ იმამკულიევი : ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებისთვის ჩაატარეს დაშინების ოპერაცია
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ესპანეთის ქალაქ ბილბაოს დელეგაციას შეხვდა