ზაქარია ქუცნაშვილი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს

news
ავტ.: news მარტი 21, 2016 17:15 განახლებულია

ზაქარია ქუცნაშვილი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს

ზაქარია ქუცნაშვილი მართლმსაჯულების მიმართლებით ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს. დეპუტატის თქმით ”საერთო სასამართლოების შესახებ” ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ყველა სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. პარლამენტარი თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ამ მექანიზმის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც მისთვის მიუღებელია.პ ზაქარია ქუცნაშვილის ალტერნატიული ინიციატივა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა, მოსამართლეებისთვის თანასწორი შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს.

“მე ვერ ვხედავ აუცილებლობას იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი შეხედულებით დანიშნოს მთელ საქართველოში ყველა სასამართლოს თავმჯდომარე. ამიტომაც შევთავაზეთ ალტერნატიული წინადადებების სახით, რომ ყველა მოსამართლეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა და წილის ყრის გზით გამოვლინდეს სასამრთლოების თავმჯდომარის კანდიდატურა”, – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

news
ავტ.: news მარტი 21, 2016 17:15 განახლებულია