ზაქარია ქუცნაშვილი რესპუბლიკელების განცხადებას “ულტიმატუმს” უწოდებს

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

რესპუბლიკელებსა და გოგი თოფაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას “პრობლემას” უწოდებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი.

მისი თქმით, რესპუბლიკელების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომელითაც კოალიციას გოგი თოფაძის გარეშე განიხილავენ, “ულტიმატუმს” უწოდებს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კოალიცია შეინარჩუნოს.

„გაკეთდა ულტიმატუმის მქონე განცხადება რესპუბლიკელების მხრიდან. პრობლემა არის და ამ პრობლემას გადაწყვეტა სჭირდება. მე მიმაჩნია, რომ კოალიციას თავისი რესურსი არ ამოუწურავს. კოალიცია ბევრად სჯობს ერთპარტიული უმრავლესობის ფორმატს და მიმაჩნია, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს, წამყვანმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შემავალი სუბიექტები პიროვნულადაც და იდეურადაც დაუახლოვდნენ ერთმანეთს,“ – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ჩელსმა” სქესობრივი უმცირესობებისთვის ფან-ჯგუფი შექმნა
შემდეგი სტატიაჩვენს პარტიაში არიან რეტროგრადები და რეფორმატორები – ზაქარია ქუცნაშვილი