ზაქარია ქუცნაშვილი რედისონში რუს დეპუტატებთან მივიდა

მმართველი გუნდის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, რედისონში იმყოფება. ის სასტუმროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ქუცნაშვილი რუს დეპუტატებს შეხვდება. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა რუსეთის დუმის დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვება აიძულეს, ისინი სასტუმროში დაბრუნდნე.

რედისონში იმყოფებიან რუსი დეპუტატები, მათ შორის კომუნისტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც დღეს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას გაუძღვა.

მის ამ ქმედებას მოჰყვა სწორედ ოპოზიციონერ დეპუტატთა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი.

სასტუმრო რედისონთან იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი მოითხოვენ რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვონ. საპროტესტო აქციები სამ ლოკაციაზე – პარლამენტის შენობაში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედ და სასტუმრო რედისონთან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგამოდით ხალხო, ივანიშვილი ქვეყანას რუსეთს აბარებს – თაკო ჩარკვიანს და ეკა ხერხეულიძეს პარლამენტში არ უშვებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებენ