ზაქარია ქუცნაშვილი: რა მოუთმენელი გვჭირს, ერთი თვეც არ იყო გასული, რაც პროკურატურამ დანაშაული გახსნა

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი პარლამენტში კომიტეტის დახურულ სხდომაზე უნდა მივიდეს. ამის მიზეზად კი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობის ამაღლებას ასახელებს.

უმრავლესობის ნაწილი ფოფხაძეს არ ეთანხმება. აღნიშნულ მოთხოვნას ოფიცილურად ბიუროს უახლოეს სხდომაზე დააყენებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აკეთებს:

„ერთი თვეც არ არის გასული იქიდან, რაც დანაშაულის გაცხადებიდან, დანაშაული გახსნა პროკურატურამ. ასე რომ, რა მოუთმენელი გვჭირს ასეთი. ერთი თვეც არ დასჭირვებია ამ დანაშაულის გახსნას. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არის ეჭვმიტანილი ჩაწერაში, ახლა გამოძიებამ დაადგინოს, არის თუ არა კავშირში ეს ეჭვმიტანილი პირები გავრცელებასთან,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გლდანში ოფშორული ზონის მოწყობას აპირებს
შემდეგი სტატიაFreedom House – საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა