ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას ურჩევს

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განცხადებით, როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდება, გამოქვეყნებიდან 24-საათში ორგანული კანონით – “საარჩევნო კოდექსით“ დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება.

ზაქარია ქუცნაშვილი ასევე პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას ურჩევს:

“პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება რომ ამოქმედდეს, ეს დამოკიდებულია გამოქვეყნების პროცედურაზე, თუმცა ერთადერთი გამოკლისი შემთხვევაა, როცა გამოქვეყნება ორგანული კანონის ძალით უკვე წარმოშობს ორგანული კანონით – “საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ შეზღუდვებს.

ამ შემთხვევაში, თუ ეს აქტი გამოქვეყნდება 7 აპრილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანული კანონით “სარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული შეზღუდვები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ამ შემთხვევაში უპირატესობა ორგანული კანონით არსებულ მოთხოვნებს ენიჭება და არა “ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით დადგენილ წესს, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია თავისი ბრძანებულების გამოცემისას, მისი ამოქმედების სხვა თარიღი მიუთითოს.

“ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი დაბლა მდგომი კანონია, ხოლო “საარჩევნო კოდექსი“ ორგანული კანონი და მაღლა მდგომი კანონია. ამიტომაც ამ შემთხვევაში ვიღებთ წინააღმდეგობას, კოლიზიას და კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ორგანულ კანონს ენიჭება. ყველას მოვუწოდებ, გამოქვეყნებისა და ამოქმედების თარიღი დაემთხვას ერთმანეთს და შესაბამისი აქტი მოგვიანებით გამოიცეს – იქნება ეს მაისის, თუ ივნისის თვე, მაგრამ გამოიცეს მაშინ, როცა მისი გამოქვეყნება, ამოქმედება და საარჩევნო შეზღუდვების ძალაში შესვლა ერთმანეთთან სინქრონიზირებული იქნება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: ჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირთან ასოცირებას ხელს ვერ შეუშლის
შემდეგი სტატიაშოტლანდიაში შექსპირის პიესების პირველი კრებული აღმოაჩინეს