,,ზაქარეიშვილს გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, არაობიექტურია და თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები.

ასე გამოეხმაურა პრემიერი ზაქარეიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს „ქართული ოცნების“ დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან და ასევე პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ლავროვთან შეხვედრის საკითხზე გუნდში ვიმსჯელებთ