ზაპოროჟიის ფრონტზე რუსული თავდაცვის მთავარი ხაზი გარღვეულია

უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვეს დასავლეთით გარღვევა განახორციელეს და “დრაკონის კბილებთან” გავიდნენ.

რობოტინე-ვერბოვეს ხაზზე, ვერბოვეს დასავლეთით, უკრაინელმა სამხედროებმა გარღვევა განახორციელეს. უკრაინის მცველებმა უკვე გაიარეს დანაღმული ველები და ე.წ. დრაკონის კბილები, რაც იმას ნიშნავს, რუსული თავდაცვის მტავარი ხაზი გარღვეულია.

შეგახსენებთ, უკრაინული მედია და “ტავრიის” დაჯგუფებათა სარდლობა ჯერ კიდევ გუშინ დილიდან აანონსებდა “კარგ ახალ ამბებს” ზაპოროჟიის ფრონტიდან, რაც დროში ემთხვევა უკრაინელთა გარღვევის შესახებ დილანდელ ცნობებს.

26-27 სექტემბრის გეოლოკაციური რუკა მეტყველებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინელ ქვეითთა რაზმებს დარტყმები მიაყენეს ვერბოვეს დასავლეთით. ოკუპანტების მხრიდან უპილოტოების გამოყენება იმას მოწმობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელებმა თავიანთი სანგრებიდან განდევნეს, მინიმუმ, ერთი კილომეტრით მაინც – ამის შესახებ ცნობას უკვე აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ცეცხლი გაჩნდა სახლში, სადაც ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებული ცხოვრობს
შემდეგი სტატიაევროსასამართლომ გიულენისტ მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნო