ზაპოროჟიეში უკრაინელებმა რუსების ორი რაკეტა ჩამოაგდეს ჩამოაგდეს, დაშავდა ახალგაზრდა ქალი

ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელებმა რუსების ორი რაკეტა ჩამოაგდეს, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს მტრის ორი რაკეტა, რომელთა ფრაგმენტები საცხოვრებელ ზონაში დაეცა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა. განადგურების მასშტაბები და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

წინასწარი მონაცემებით, 29 წლის ქალი დაშავდა, რომელიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლებიც მათი წარმოდგენაში, ანალოგიურ მდგომარეობაში არიან – მეგრელიშვილი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არ დაეხმარება რუსეთს – სტეფანჩუკი