ზაპოროჟიეში რუს ოკუპანტებს 121 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად ჰყავთ აყვანილი

რუს ოკუპანტებს ზაპოროჟიეს რაიონში მცხოვრები 121 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად ჰყავთ აყვანილი. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია Telegram არხზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა თავდაპირველად 321 ადამიანი დაატყვევეს, თუმცა მოგვიანებით 200 მათგანი გაათავისუფლეს.

“9 ივნისის მდგომარეობით, ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს 321 მშვიდობიანი მოქალაქე. მათგან 200 გათავისუფლებულია, 121 კი კვლავ მძევლად რჩება”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მთავრობა პრორუსულობის სულ უფრო მეტ ნიშანს ავლენს” – ფრანგული მედია
შემდეგი სტატიაოკუპანტები მარიუპოლს ძარცვავენ – გააქვთ გადარჩენილი მანქანები, სათამაშო მოედნები, სამედიცინო აღჭურვილობა