ზაპოროჟიეში გარკვეული პოზიტივი გვაქვს, ოკუპანტების გეგმის ჩაშლას ვახერხებთ – ზელენსკი

“ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები, რომლებიც ახლა ოკუპანტების მთავარი სამიზნეა, დგანან. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმების ჩაშლა ხერხდება. თანდათან წინ მივდივართ ხარკოვის რეგიონში, ვათავისუფლებ ჩვენს მიწას. ვინარჩუნებთ თავდაცვას ნიკოლაევის მიმართულებით. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დამცველის, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, რომელთა წყალობითაც ჩვენ უკვე სრულმასშტაბიანი ომის 106 დღე გავუძელით.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში„ბლუმბერგი“ – ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის მთავრობა დონეცკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი მებრძოლის სიკვდილით დასჯის განაჩენზე – ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ