ზაპოროჟიეს რეგიონში „შტორმ ოსეტიას“ ბატალიონის შტაბის მეთაური სერგეი მელნიკოვი მოკლეს.
ეს არის მოიერიშე დაჯგუფება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების 429-ე მოტომსროლელი ლეგიონის შემადგენლობაში შედის.
„შტორმ ოსეტია“ არის მოხალისეთა სამხედრო რაზმი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკაში და მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში უკრაინის ტერიტორიაზე. დანაყოფში ასევე იბრძვიან მოხალისეები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან.