ზაპოროჟიეს ოლქში „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტექნიკური ხასიათის რეისს ასრულებდა, როდესაც მიხაილოვკაში ჩამოვარდა.

რა გახდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც ძრავში ცეცხლის გაჩენა განაპირობა.

banner
წინა სტატიაშირუს სამხედროებს მარტის ხელფასები არ აუღიათ, გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაEU-ს კითხვარი მოლდოვამაც შეავსო