9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საგანგებო მდგომარეობაშია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საგანგებო განრიგით მუშაობს და საფრთხეშია.
“უკვე მეშვიდე დღეა – და სხვათა შორის, აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი საგანგებო სიტუაცია – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საგანგებო მდგომარეობაშია. სიტუაცია კრიტიკულია. რუსული დაბომბვის გამო, ელექტროსადგური გათიშულია ელექტრო ქსელიდან. ელექტროენერგია დიზელის გენერატორებიდან მიეწოდება. გენერატორები და ელექტროსადგური ამისთვის არ არის გათვლილი და ამდენი ხნის განმავლობაში არასდროს უმუშავია ამ რეჟიმში. და ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი გენერატორი გაფუჭდა. რუსები დაბომბვის გზით, ხელს უშლიან ელექტროსადგურამდე მიმავალი ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას და უსაფრთხოების აღდგენას.
და ეს საფრთხეს უქმნის აბსოლუტურად ყველას. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს არასდროს გაბედავს ატომური ელექტროსადგურისთვის იმის გაკეთება, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს. და სწორია, რომ მსოფლიო არ უნდა გაჩუმდეს. მე შეხვედრა გავმართე სამხედროებთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან. მე დავავალე მთავრობას – უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად – მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მიექციათ ამ სიტუაციაზე” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
banner
წინა სტატიაშიკონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა” ბრიტანული განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიასამხრეთამერიკული თავგადასავალი