ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები

ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი რადიაციული დასნებოვნების საფრთხის წინაშე დააყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად რუსულმა ჯარმა სადგურის ორ თანამშრომელს იძულებით ჩამოართვეს საშვი და მათი გამოყენებით რადიაციულ ბლოკში შევიდნენ.

„რუსებს მხოლოდ საკუთარი თავისთის რომ შეექმნათ საფრთხე, შეიძლებოდა იმის თქმა „რამდენად სამწუხარო თვითმკვლელობაა“, თუმცა ტანისამოსით მათ შეიძლება გადაეტანათ რადიაციული ნაწილაკები სადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, არავინ არ იცის რისი შეტანა და დაროვება შეეძლოთ იქ რაშისტებს: იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და მსგავსი. ეს უკვე ბირთვული კატასტროფის პირდაპირი საფრთხეა“, – აცხადებს „ენერგოატომი“.

banner
წინა სტატიაშიდამშვიდდით, თქვენი შფოთვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, უსაფუძვლოა – მდინარაძე ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიარა საბრალოა ეს კობახიძე – შავი სალარო რა არის, მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს – ბესელია