ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის რისკი კვლავ არსებობს – რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის რისკი კვლავ არსებობს.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ძალიან მყიფეა. ზოგჯერ არის გარკვეული სტაბილურობა, თუმცა შემდეგ ახალი პრობლემა წარმოიქმნება. დრონის დარტყმა ან როგორც დღეს, ორი არსებული ელექტროხაზიდან ერთ-ერთის გამორთვა, ნიშნავს, რომ სადგური კვლავ ელექტროენერგიის გათიშვის ზღვარზეა. ელექტროენერგიის გათიშვა ნიშნავს, რომ ვერ მოხდება გაგრილება, ამან კი შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს“, – აღნიშნა გროსიმ.

banner
წინა სტატიაშიპატრიკ რაიდერი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შესაძლო დარტყმაზე: აშშ თავის პოზიციას არ ცვლის
შემდეგი სტატია“არ შეცდეთ: რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს” – ბაიდენი კიევს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს ჰპირდება