ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ახალი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ახალი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია გამართა.

“Summer in Georgia” ამ სახელწოდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელეკომპანიების, ინტერნეტ გვერდებისა და სოციალური ქსელების საშუალებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება იწყება.

საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე დამზადებულ ვიდეორგოლს მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირისა და ახლო აღმოსაველთის ტურისტულ ბაზრებზე იხილავენ. კლიპის პრეზენტაცია იგეგმება მსოფლიოს სხვადასხვა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე. საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოს ზაფხულის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

ვიდეოკლიპი სტუდია „მეტრო“-მ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა.

https://youtu.be/AtRrDgWcwJs

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ნაწილი თვლის, რომ ჩვენმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს
შემდეგი სტატიაქართული ჰოლდინგი რუსული ენერგოაქტივების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს