ზაფხული სასმელი წყლის გარეშე ნატანებში და 3 კილომეტრამდე გზა წყურვილის მოსაკლავად

ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები და ზაფხული სასმელი წყლის გარეშე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში 20-მდე ოჯახი უწყლოდ არის დარჩენილი. 

როგორც ადგილობრივები  “თაიმერთან” საუბარში აცხადებენ,წყლის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ახლა უკვე სოფელს წყალმომარაგება საერთოდ არ აქვს.

” რამოდენიმე დღეა უწყლოდ ვართ ,2-3 კილომეტრიდან ვეზიდებით წყაროს წყალს ,რაც გაუსაძლისია,წყლის ძრავი დაზიანდა და საერთოდ აღარ გვაქვს წყალი”- აცხადებს ადგილობრივი ,,თაიმერთან” საუბარში .

 

“თაიმერი” საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საკითხზე ინფორმირებულები არიან და წყლის მიწოდების პრობლემას სოფელში,დღის ბოლომდე გადაჭრიან.

 

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია, ორი მედპერსონალია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევა
შემდეგი სტატიატყიბულში მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს