ზალკანიანი: NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არ შეიცლება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის თქმით, რუსეთის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – NATO-სა და აშშ-ს პოზიცია უცვლელია და ალიანსის გაფართოება მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისა და თავად ალიანსის გადასაწყვეტია.

ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დღესაც რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, იქნება ძალიან მყარი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება.”. – ამბობს ზალკანიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი www.garibashvili.ge – ამოქმედდა
შემდეგი სტატიაღამის კლუბები ისევ დაიხურება