ზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან – პრემიერი ბარსელონაში ქართველების დაკავებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბარსოლანში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ქართველი ემიგრანტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

ესპანეთში მცხოვრები ქართველების თქმით, დავით ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ქართველებს თავშესაფარი არ უნდა მისცენ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაკავებები.

საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ მომხდართან და ზოგადად ქართველების დეპორტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კავშირი არ აქვს.

,,ზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყნაში. ტყუილია ის რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები. საქართველო ბევრმა ქვეყანამ აღიარო უსაფრთხო ქვეყნად,”-განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა
შემდეგი სტატიანატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს – ალიანსმა სქემაში საქართველო და უკრაინაც ჩართო