ზალკალიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამინისტრო ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს.

“მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც არის გამოხატული. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენელთან, სადაც ვისაუბრეთ სწორედ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ისე ერთობლივ ქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ევროპელი პარტნიორების შესაბამის ქვეყნებთან. მე დარწმუნებული ვარ, ეს სამოქმედო გეგმა მოგვცემს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გართულება, მათ შორის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე რვა პირი დააკავა
შემდეგი სტატიასოციალური სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ მილიონამდე ლარის უძრავი ქონება შეიძინეს – ენმ საკითხით დაინტერესებას საგამოძიებო უწყებებს სთხოვს