ზალკალიანი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკრაინული მხარისგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე მოთხოვნა და კომუნიკაცია არ ყოფილა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე არ ყოფილა, ეს სამართლებრივი ნონსენსია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ ყოფილა.

„განვმარტეთ არაერთხელ, რომ მსგავს სიტუაციაში არ ხდება ექსტრადირება და არც ყოფილა მსგავსი რაიმე სახის მომართვა. ეს სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და ექსტრადირება არ განიხილება მსგავს სიტუაციებში“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანს კითხვა დაუსვეს უკრაინელი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს უფლება, ამა თუ იმ მოქალაქეს შემოშვებაზე უთხრას უარი.

„აქაც სერიოზულ სიცრუესთან გვაქვს საქმე. მსგავსი მომართვა არ ყოფილა უკრაინელი კოლეგების მხრიდან, არ ყოფილა მეც თქვენთან ერთად მედიიდან შევიტყვე. სახელმწიფხუბუოს აქვს უფლება, ამა თუ იმ მოქალაქეს შემოშვებაზე უთხრას უარი. ეს ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა და არაა სავალდებულო განემარტოს მიზეზები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიმელია – სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველი ხალხის მიერ
შემდეგი სტატიაივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია – “საიას” საჩივარი