ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლაზე: ჩვენი კარგი კომუნიკაციის შედეგია

ჩვენი კარგი კომუნიკაციის შედეგია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რეგიონში აგზავნის ევროკავშირის სამი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც იქნებიან როგორც თბილისში, ისე ერევანსა და ბაქოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და კონფლიქტებიდან მომდინარე საფრთხეების თემებზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია ევროპის და ამერიკის მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების პროცესში. სწორედ იმის გამო, რომ ხანდახან, გარკვეულწილად სუსტდებოდა მათი ჩართულობა, ამით სარგებლობდა რუსეთის ფედერაცია და სწორედ ამის შესაძლებლობა უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ჩვენი კარგი კომუნიკაციის შედეგია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რეგიონში აგზავნის ევროკავშირის სამი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ისინი იქნებიან როგორც თბილისში, ისე ერევანსა და ბაქოში. ბუნებრივია, რეგიონულ კონტექსტში, იგივე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და კონფლიქტებიდან მომდინარე საფრთხეების თემებზე იქნება ძირითადი აქცენტი გაკეთებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს როლი რეგიონში ბოლო პერიოდში უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მხრიდან წარმოებული ეფექტური ფასილიტაციის შედეგად.

„ჩვენ ამის შესახებ აქ გვექნება საუბარი, მე დღესაც მქონდა საუბარი კომისართან და ხვალაც გავაგრძელებ საუბარს. ბუნერივია, თბილისშიც გაგრძელდება ეს საუბრები, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, რათა როლი, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში, იგივე თბილისის პლატფორმის სახით, ტრიოს ფორმატის შექმნის თვალსაზრისით, სამეულის – სომხეთ, საქართველო, აზერბაიჯანის, შექმნის თვალსაზრისით, შემდგომ განვითარდეს და უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა, გავზარდოთ ჩვენი ფუნქცია და ამით მინიმუმამდე დავიყვანოთ უსაფრთხოების სფეროდან მომდინარე საფრთხეები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ვაქცინების შესაძენად დამატებითი დაფინანსების მიღების შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა