ზალკალიანი – სააკაშვილის უფლებები სრულად იქნება დაცული, ისევე როგორც ეს ხდება დღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული.

მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებები დაცულია დღესაც, როდესაც მას მიეცა შესაძლებლობა, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს.

„მისი უფლებები საქართველოს კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული, ისევე როგორც ეს ხდება დღეს და მას სასამართლოში აქვს საშუალება, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა არის პროვოკაცია, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან
შემდეგი სტატიაბასილაია – არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა, შეზღუდულად აქვთ ეს უფლება