ზალკალიანი – რუსეთს, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან

„მთლიაანდ ჩვენი დიპლომატიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში არის ფოკუსირებული, რომ ამ რთულ გარემოში, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი, გამოწვევებით დახუნძლულ სამყაროში საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მერმწუნეთ, რომ ეს მარტივი გასაკეთებლი არ არის. მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად რეაგირებს მაშინ, როდესაც არის ცხელი კონფლიქტი, როდესაც მიდის შეიარაღებული დაპირიპირება, არის უაღრესად დაძაბაული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი სიტუაცია არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. ჩვენ გვაქვს სხვა გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული იგივე უკანონო ბორდერიზაციასთან, მავთულხლართების აგებასთან, ადამიანების გატაცებასთან, ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების დასჯასთან, უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციასთან, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ სიტუაციაში ჩვენი საკითხების მუდმივი აქტუალიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, რუსეთის ფედერაციას, რომელიც არის ოკუპანტი ძალა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რათა საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

„მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში. აქედან გამომდინარე, მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს იმ ე.წ. ახალ რეალობას და დაიწყოს საუბარი იმ ვალდებულებებზე, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში.

ესაა ნარატივი, რომელსაც ცდილობენ და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან – უთხარით საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამ ახალ რეალობას, რომ არის ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფ“ – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

banner
წინა სტატიაშივოლსკი ჟურნალისტს: არსებობს მოსაზრება, რომ ტვ პირველში სატანისტური ორგიები იმართება
შემდეგი სტატიაქაშიბაძე: კაცი შემოვიდა დამწვრობით, თქვა, რომ კორონა დაამარცხა – ტანსაცმელს ცეცხლი მოუკიდა