ზალკალიანი – რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია

უნიკალური შესაძლებლობაა, რომ განვიხილო დღეს არსებული გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ და რეგიონი ვდგავართ. მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკა, პანდემია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუმინეთში განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სჭირდება.

„ნამდვილად კარგია თქვენთან ერთად განვიხილო კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების პროცესისკენ. რუმინეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების. რუმინეთი არის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უდიდესი კონტრიბიუტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენ მოვაწერთ ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა.

ჩვენ განვიხილავთ ბევრ საკითხს. მათ შორის უსაფრთხოებასთან და შავ ზღვაში ჩვენს თანამშრომლობის საკითხებს. რუმინეთი არის ჩვენი მეზობელი შავი ზღვისპირა ქვეყანა და ჩვენ ვესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. კავშირების გამტკიცება ევროპასთან ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. ცხადია, მივაწოდებ ინფორმაციას კოლეგებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს რეგიონების არალეგალირი ოკუპაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება. ჩვენს რუმინეთის სრული მხარდაჭერა გვაქვს ბევრ ფორმატში, ეუთოში, ევროსაბჭოში. გაეროს ასამბელაში და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელ Eurodesk-ში გაწევრიანდა
შემდეგი სტატიასერგეენკო – ვაქცინაციამ რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა, მოსახლეობის ნახევარზე ბევრად მეტი ორჯერადად აიცრას