ზალკალიანი – პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოს საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი

მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სადაც ​მოლდოველ კოლეგასთან ერთად, მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პოლონელი პარტნიორები არიან სერიოზული მხარდამჭერები ევროკავშირის შიგნით, რათა სამი ასოცირებული ქვეყნის როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უახლოესი სამიტის კონტექსტში.

„ეს შესაძლებელია, იყოს განხილული, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა და რა მხარდამჭერი როლი შეიძლება, შეასრულოს პოლონეთმა, როგორც ევროკავშირში ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კუთხით, ყოვლისმომცველი და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი – „მეტი მეტისთვის“ იყოს უზრუნველყოფილი. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოს საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ჩვენი ამბიციური გეგმა, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იყოს მხარდაჭერილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიამ უმოწყალო, სისხლიანმა და ძალადობრივმა ქვეყანამ წაიყვანა იმ ადამიანის სიცოცხე, რომელსაც ჰქონდა მომავლის, უკეთესი სამყაროს გასაღები
შემდეგი სტატიადმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს