ზალკალიანი – პარტიებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია შედგეს კონსესუსი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და პროცესებმა პარალემტში გადაინაცვლოს. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში პარტიებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

“უახლოეს პერიოდში გაიმართება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი. რა თქმა უნდა, ეს კოპლექსიური პროცესია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემტიკა რაც არის დღისწესრიგში იქნება სრულად დაფარული და შედეგები მიღწეული პირველივე რაუნდის დროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის”, – თქვა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს