ზალკალიანი: მომავალ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიის დასრულება

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია იმ აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამ კუთხით არის მიმართული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ კუთხით. ისინი აცნობიერებენ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, მიზნებს, რომელიც არის დაკავშირებული დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავებასთან მიმართებაში. ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მომავალ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიის დასრულება და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად პრევენციული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შევაჩეროთ ის აგრესიული პოლიტიკა, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციასთან. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაში ჩვენ თანმიმდევრულები ვართ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი რატი ბრეგაძეს: „ნაციონალური მოძრაობას“ თქვენთან პირისპირ ოპონირება ნამდვილად უჭირთ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს, უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში