ზალკალიანი – ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო

gulis eleqsiri

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანიმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

„ყველა ეს მიმართულება წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს და ძალიან შედეგიანი საუბრები გაიმართა ყველა ამ თემატიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, რომელსაც ვიზიარებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით, ფაქტიურად, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს სტრატეგიული თანამშროლობა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა დინამიზმით და ურთიერთობის ინტენსივობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებს პრაქტიკულ განზომილებაში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა ჩვენს თანამშრომლობას საერთაშორისო ფარგლებში. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების თანამშრომლობაზე, სამეულის ფორმატში. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც მჭიდრო კოორდინაციით გაიმართება, რაც იქნება დაკავშირებული ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებით და ჩვენი საკითხის აქტუალიზაციით საერთაშორისო ფორუმებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წინა სტატიაშივაშაძე – უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებაზე
შემდეგი სტატია18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას დააბრალებენ – პანკისელები სპეცოპერაციაზე