ზალკალიანი გაფრინდაშვილის პატიმრობაზე-ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული

“მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია. აუცილებლად იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან დაკავშირებით აუცილებლად ავამოქმედებთ. ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული. ვართ მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმში ყველა პარტნიორთან, მივიღებთ ნებისმიერ რჩევას”, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ისრაელის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – გმირები არიან ჩვენი პოლიციელები