ზალკალიანი ევროპაში გაშვების კონტროლზე: საზღვრიდან გამობრუნების სირთულეები შემსუბუქდება

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დარწმუნებულია რომ ევროპაში გასვლის კონტროლის გამკაცრებით, მოქალაქეების უფლებები არ შეუზღუდება და მეტიც ეს მათი “უსაფრთხოებისთვის” კეთდება. 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით მგზავრებს ევროკავშირის საზღვრიდან გამობრუნების სირთულეები შეუმსუბუქდებათ.

“ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ისარგებლეს და მომავალშიც ისარგებლებენ ამ სიკეთით, არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. მათთვისაა ეს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ევროკავშირიდან უკან გამობრუნებულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს, მათ შორის, ფინანსური რესურსის აღების და დასაბრუნებელი ბილეთის აღების კუთხით. ამ ცვლილებით ეს სირთულეები შეუმსუბუქდებათ”, – ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების შემდეგ, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე გამოირიცხება.

მომავალი წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. ამ შინაარსის კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, აგრეთვე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძის გამოხმაურება გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით