ზალკალიანი – ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული პარლამენტი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, თქმით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული პარლამენტი:

ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საერთაშორისო სამონიტორო მისიის მიერ ასახული დასკვნები არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით და ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნცქიონალური პარლამენტი, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველა ის პარტია, რომელმაც მიიღო მანდატი ,-თქვა დავით ზალკალიანმა.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო შედეგი არ არის მიღწეული. “ქართული ოცნება” და ოპოზიცია დრეს 15 საათზე შეხვდებიან ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – „კომენდანტის საათის“ მოხსნა დღის წესრიგშია
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს ხვდება