ზალკალიანი – ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასავსლელის გახსნას მიესალმება.

ზალკალიანის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ. როდესაც ისინი ადმინისტრაციულ ხაზზე გადმოდიან, შესაბამისი პროტოკოლებია, თუ რა უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა პროცედურა, რათა არ დაზიანდნენ როგორც ის ადამიანები, რომლებიც გადმოდიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე იქ მცხოვრები მოქალაქეები. ამიტომ „პისიარ“ ტესტები, რაც ჩასატარებელია, იქნება ჩატარებული. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამ ნაწილის გახსნას, რადგან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩართული ორივე მხარეს იქ მნიშვნელოვან პროექტებში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – „ქართული ოცნების“ გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს
შემდეგი სტატიაელისაშვილი – „ქართული ოცნება“ რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას, ვიცი