ზალკალიანი – ჩვენი აპლიკაციით მოქალაქეები უკვე შეძლებენ, თავისუფლად შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე

ევროკავშირმა აღიარა საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას ევროკავშირის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„აქამდე მოგეხსენებათ, ჩვენი აპლიკაცია არ იკითხებოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ აპლიკაციით, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ, თავისუფლად შევიდნენ და გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. არამხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომელი ქვეყნების კოვიდ-სერტიფიკატებიც აღიარებული აქვს ევროკავშირს. ეს დაახლოებით 40-ზე მეტი ქვეყანაა და ეს კიდევ აფართოებს ჩვენი მოქალაქეების მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა არის“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა. ევროკომისიის გადაწყვეტილება 16 ნოემბრიდან შევა ძალაში.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც რადიკალურ ჯგუფს სურს საზოგადოებაში მასობრივი აღშფოთების გამოწვევა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ვხედავთ, რუსეთი თავისი სურვილის დემონსტრირებას ცდილობს, რომ გამოიყენოს ძალები მეზობლების წინააღმდეგ