ზალკალიანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ შეუქცევადი პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილი არის კიდევ ერთი დასტური ორი ქვეყნის შეუქცევადი პარტნიორობის და მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა არის გამყარებული არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ, კონკრეტული ქმედებებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამის ნათელი დასტურია ის, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე სხვა დასავლელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ იმ თანამშრომლობას, რომელიც ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰქონდა ქვეყანას.

„ასევე 2500 ზე მეტ სამოქალაქო პირს აღმოვუჩინეთ დახმარება. ამდენივე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე და ასევე შესაბამისი სამხედრო ტექნიკა იყო გაყვანილი საქართველოს ტერიტორიის გავლით და ჩვენ მივიღეთ არაერთი მხარდამჭერი და ასევე მადლიერების გამომხატველი წერილი ჩვენი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – „ლელოს“ ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია, რაც მოქალაქეებში და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს თესავს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური უკრაინაზე – ჩვენ ვხედავდით მსგავს სიტუაციას საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე