ზალკალიანი – 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ, მახსოვს, 2 თვის დანიშნული ვიყავი, ჟურნალისტი მოვიდა და ხვალ გხსნიანო

მუდმივი არავინ არის, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული საკითხი მისთვის უცნობია.

„არ ვიცი, 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ, მახსოვს, 2 თვის დანიშნული ვიყავი, ჟურნალისტი მოვიდა და ხვალ გხსნიანო, 4 წელი გავიდა, არ მაქვს პრობლემა, მუდმივი არავინ არ არის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიაკალაძე – დაწუნებული ვარ, ყველა პრობლემას, გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას, გაეცემა ღირსეული პასუხი