ზალდასტანიშვილების ქუჩაზე სკვერი სრულად განახლდა

საბურთალოს რაიონში, ზალდასტანიშვილების ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, მოეწყო LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, ტრენაჟორები და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „ტაომ“ შეასრულა და ბიუჯეტიდან 307 428 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციებს, საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი
შემდეგი სტატიადნეპროპეტროვსკში რუსების სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 35